საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის გაძლიერების საკითხი განიხილეს.
"ჩვენ ვიზიარებთ მზარდ შეშფოთებას უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ რუსეთის საჰაერო თავდასხმების გაძლიერების გამო.
ჩვენ შევთანხმდით უკრაინისადმი ჩვენი სამხედრო მხარდაჭერის გაძლიერების აუცილებლობაზე, მათ შორის შორ მანძილზე მოქმედი და საზენიტო რაკეტებით", - აღნიშნა ჟოზეფ ბორელმა