ნატო-უკრაინის საბჭო ელჩების დონეზე 10 იანვარს გამართავს შეხვედრას, რათა განიხილოს რუსეთის ბოლოდროინდელი სარაკეტო თავდასხმები უკრაინის ქალაქებზე.
"ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი 10 იანვარს მოიწვევს ნატო-უკრაინის საბჭოს სხდომას ელჩების დონეზე უკრაინის მოთხოვნით", - აღნიშნა ნატოს პრესსპიკერის მოვალეობის შემსრულებელმა, დილან უაითმა.