logo_geo
eng_logo
დათო ოქიტაშვილი: არსებობენ ადამიანები, რომელთა არჩევანიც „ჩაკლული სულის,“ დახოცილი ბიჭების „შემოქმედი“ პარტია იყო...
- +

13 სექტემბერი. 2016. 00:26



კულტურის პალატის პრეზიდენტი დათო ოქიტაშვილი სოციალურ ქსელში წერს:



„შემოხაზეთ ის პარტია, რომელსაც თქვენი დაცვა და არა დასჯა შეუძლია არჩევანის გაკეთება ყოველთვის უწევს ადამიანს. ყოველწუთიერად, ყოველდღიურად, ყოველწლიურად და ..

 

ვირჩევთ მეგობრებს, ცოლს, ქმარს, სახლს... ასეთ ეტაპზეც კი იმედგაცრუება ძალიან რთულია, მაგრამ ყველაზე საპასუხისმგებლო ალბათ ის არჩევანია, რომელსაც 8 ოქტომბერს გააკეთებს ქართველი ხალხი. ყოველგვარი გულგრილობა და პრინციპიხელები დამიბანია" ღალატია, ღალატი საკუთარი თავისა, ოჯახისა, ქალაქისა და სამშობლოსი. მოქალაქეობრივი უპასუხისმგებლობაა, რომელსაც არანაირი გამართლება არ აქვს ამ უმნიშვნელოვანეს არჩევნებზე. არჩევანი, კი როგორც არასდროს უნდა იყოს ზნეობრივი, მორალთან და საკუთარ თავთან მართალი და არა პირადი, არამედ სახელმწიფოებრივი ინტერესებით გაჯერებული. შემოხაზეთ ის პარტია, რომელსაც თქვენი დაცვა და არა დასჯა შეუძლია. შემოხაზეთ ის პარტია, რომლის დროსაც თქვენ დარწმუნებული იქნებით, რომ თავისუფალი სივრცე, სიტყვა და მედია არასოდეს შეილახება. შემოხაზეთ ის პარტია, რომელიც დაიცავს თქვენს და თქვენი თანამოქალაქეების უფლებებს, როგორც ქვეყნის გარეთ, ისე ქვეყნის შიგნით, როგორც თავისუფალ გარემოში, ისე საპატიმროში, როგორც მატერიალური გაჭირვების, ისე მატერალურად უზრუნველყოფილი მდგომარეობის დროს.

 

საშიშია იმის გაფიქრებაც კი, რომ არსებობენ ადამიანები, რომელთა არჩევანიც - „ჩაკლული სულის", დახოცილი ბიჭების წართმეული თავისუფლებისშემოქმედი" პარტია იყო და იქნება. სულერთია, „გადახალისებული სიებით" თუ ცოლით ქმრის ჩანაცვლებით, მაინც ერთნაირად ბოროტი და ზნედაცემული სხვადასხვა სატელიტ პარტიაში გადანაწილებული .. „გავარდნილები", რომლებიც ხალხს თვალში ნაცარს აყრიან და საკუთარი თავის ლანძღვას („გუშინ" ხომ ერთ საქმეს ემსახურებოდნენ) არ ერიდებიან , რათახვალ" ისევ მეტი უბედურება შეამთხვიონ ისევე ხალხს.

 

ასე რომ, ყურადღებით ვიყოთ, წავიდეთ არჩევნებზე, გავიხსენოთ ჩვენი უახლესი წარსული... ადამიანები არ იცვლებიან, ნიღბებს იცვლიან და შევადაროთ იმ რეალობას, რომელიც დღეს მართლაც ბევრად უკეთესია, ხვალ კი - საუკეთესო იმედის საფუძველს იძლევა."- წერს ოქიტაშვილი. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner