logo_geo
eng_logo
გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებმა უმკაცრესად დაგმეს ირანის ქალაქ ქერმანში მომხდარი ტერორისტული აქტი
- +

4 იანვარი. 2024. 21:52

 

გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებმა უმკაცრესად დაგმეს ირანის ქალაქ ქერმანში მომხდარი ტერორისტული აქტი. ინფორმაციას ამის შესახებ გაეროს პრესსამსახური ავრცელებს.

 

 

გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ტერორიზმი ყველა მისი ფორმითა და გამოვლინებით წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ საფრთხეს საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის.

უშიშროების საბჭოს წევრებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ ნებისმიერი ტერორისტული აქტი არის დანაშაულებრივი და გაუმართლებელი ქმედება, მიუხედავად მათი მოტივისა, სადაც არ უნდა იყოს, როდის და ვის მიერ ჩადენილი.

 

 

ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ ირანში მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა აიღო.

 

 

ირანის ქალაქ ქერმანში, გენერალ ყასემ სულეიმანის საფლავთან მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 103-მდე გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 188 ადამიანი დაშავდა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner