logo_geo
eng_logo
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპირებულ ყირიმში რუსეთის სამხედრო ობიექტს დაარტყეს
- +

4 იანვარი. 2024. 23:01

 

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სტრატეგიული კომუნიკაციების სამმართველოში განაცხადეს, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპირებულ ყირიმში რუსეთის სამხედრო ობიექტს დაარტყეს.

 

 

"დღეს დაახლოებით 15:00 საათზე უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სევასტოპოლთან რუსული საოკუპაციო ჯარების ფორმირების სამეთაურო პუნქტს დაარტყეს. დიდება უკრაინის შეიარაღებულ ძალებს", - ნათქვამია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სტრატეგიული კომუნიკაციების სამმართველოს განცხადებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner