logo_geo
eng_logo
იტალიის პრემიერ-მინისტრი: მხოლოდ დასავლელი პარტნიორების მიერ უკრაინისათვის იარაღის მიწოდება უზრუნველყოფს ბალანსს ბრძოლის ველზე
- +

5 იანვარი. 2024. 01:08

 

იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ განაცხადა, რომ მხოლოდ დასავლელი პარტნიორების მიერ უკრაინისათვის იარაღის მიწოდება უზრუნველყოფს ბალანსს ბრძოლის ველზე.

 

 

"ერთადერთი შესაძლებლობა, რომელიც უკრაინას აქვს რაიმე დიპლომატიური გადაწყვეტის მისაღწევად, არის ბალანსის შენარჩუნება შეიარაღებულ ძალებს შორის ბრძოლის ველზე", - აღნიშნა იტალიის მთავრობის მეთაურმა.

 

 

"ვინც ამბობს, რომ უკრაინაში იარაღი არ უნდა გავაგზავნოთ, რადგან ეს გამოიწვევს ესკალაციას, მე მივიჩნევ, რომ ყველაფერი პირიქით ხდება. ჩვენ რომ გაგვეკეთებინა ის, ვინც ამბობს, რომ უკრაინას არ უნდა დავუჭიროთ მხარი, გვექნებოდა არა მშვიდობა, არამედ შემოჭრა, ომი ჩვენს სახლებთან უფრო ახლოს", - დასძინა ჯორჯია მელონიმ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner