ინდონეზიაში, დასავლეთ იავის პროვინციაში სამგზავრო მატარებლების შეჯახების შედეგად სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა და 28 დაშავდა, - ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, მაშველები ვაგონებს შორის ჩარჩენილი ორი ადამიანის გამოყვანას ცდილობენ.
ამასთან, სამაშველო სამსახურში არ აკონკრეტებენ, ცოცხლები არიან თუ არა აღნიშნული პირები.
ავარიის დროს მატარებლებში 478 მგზავრი იმყოფებოდა. დაღუპულები არიან ეკიპაჟის წევრები. ავარიის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
მატარებლის ოპერატორ კომპანიასა და პროვინციის მთავრობაში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიებას ტრანსპორტის უსაფრთხოების სამსახურთან ერთად ჩაატარებენ.