რუსულ სარაკეტო იერიშს ცნობილი უკრაინელი მსახიობი ემსხვერპლა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, 2 იანვარს ხარკოვზე განხორციელებული დარტყმების შედეგად მძიმედ დაჭრილი ვიქტორია ტიმოშენკო საავადმყოფოში გარდაიცვალა.
84 წლის მსახიობის გადარჩენა ექიმებმა ვეღარ შეძლეს. ვიქტორია ტიმოშენკო უკრაინის დამსახურებული არტისტი იყო.