დიდ ბრიტანეთში სტიქიას ებრძვიან. ინგლისის ცენტრალურ რაიონებში ძლიერმა წვიმამ წყალდიდობა გამოიწვია. ამის შესახებ BBC წერს.
ყველაზე დიდი ზიანი სტიქიამ ნორტ-ჰემფტონშირს მიაყენა, სადაც მდინარე ტრენტის ადიდების შედეგად ათობით დასახლებული რაიონი დაიტბორა.
რთული ვითარებაა მეზობელ დერბიშირის საგრაფოშიც. ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ ამ დრომდე არ გავრცელებულა.