logo_geo
eng_logo
იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 92-მდე გაიზარდა
- +

5 იანვარი. 2024. 17:26

 

 

იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 92-მდე გაიზარდა, 242 ადამიანი დაკარგულად ითვლება, – ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

 

მედიის ცნობით, გაორმაგდა სამაშველო ოპერაციაში ჩართული მაშველების რაოდენობა. სამაშველო ოპერაციაში ჩართულია 4 600 მაშველი.

 

ამასთან, ათიათასობით ადამიანი კვლავ ელექტროენერგიისა და წყლის გარეშეა დარჩენილი, ასობით ადამიანს კი, დახმარება ვერ მიეწოდება.

 

იაპონიის პრემიერ-მინისტრი ფუმიო კიშიდა საგანგებო მართვის სიტუაციის სამსახურის თანამშრომლებს შეხვდა, რა დროსაც მათ განუცხადა, რომ არ უნდა დანებდნენ და უნდა გაგრძელდეს სამაშველო ოპერაცია.

 

კრიტიკული 72 საათი გადარჩენილების მოსაძებნად ხუთშაბათს, საღამოს ამოიწურა. მანამდე იაპონიის მთავრობამ განაცხადა, რომ დაზარალებულებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 34 მილიონ აშშ დოლარს გამოყოფს.

 

იაპონიაში 7,6 მაგნიტუდის მიწისძვრა 1 იანვარს მოხდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner