logo_geo
eng_logo
ვალერი ზალუჟნი უმაღლესი რადას წევრებს: არმიაში ხალხი მჭირდება, მსოფლიოს ვთხოვო ხალხი თუ თქვენ წახვალთ საომრად?
- +

5 იანვარი. 2024. 17:52

 

 

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი მობილიზაციის გაძლიერების საჭიროებაზე საუბრობს.

 

როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, 4 იანვარს უმაღლესი რადას ეროვნული უსაფრთხოების, თავდაცვისა და დაზვერვის კომიტეტის სხდომაზე მობილიზაციის შესახებ კანონპროექტი განიხილეს. მედიის ცნობით, შეხვედრაზე, ვალერი ზალუჟნიმ არმიაში ნასამართლევი პირებისა და პატიმრების ჩარიცხვასთან დაკავშირებით წინააღმდეგობა გამოთქვა. მისი თქმით, მას არმიაში სჭირდება ხალხი, რადგან რუსეთმა უკვე 400 ათასამდე ახალწვეულის მობილიზება შეძლო და ივნისისთვის, კიდევ 400 ათასამდე პირის მობილიზებას შეძლებს.

 

„ვინ ვაომო? მსოფლიოს მივმართო და მათ ვთხოვო ხალხი თუ თქვენ წახვალთ საომრად? ყოველი ახალწვეულისთვის 80-დღიანი სწავლება იქნება, მაგრამ მომეცით ხალხი“, – განაცხადა ზალუჟნიმ.

 

ასევე, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის განცხადებით, თითოეულმა ახალწვეულმა 80-დღიანი სწავლება უნდა გაიაროს.

 

სხდომას ასევე ესწრებოდა უკრაინის თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი.

 

დეპუტატ ალექსეი გონჩარენკოს თქმით, ზალუჟნისა და უმეროვს მიაჩნიათ, რომ აუცილებელია მობილიზაციის გაძლიერება.

 

აღსანიშნავია, რომ შეიარაღებული ძალების რიგებში პატიმრების ჩარიცხვის ინიციატივით უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელი ოლეგ ჟდანოვი გამოვიდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner