ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კრიშიანის კარინშიმ გაზეთ Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ დასავლეთს რუსეთის შეკავების გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავება სჭირდება.
ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა განმარტა, რომ რუსეთს აქვს იმპერიალისტური იდეოლოგია, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთის საფრთხე დარჩება იმ შემთხვევაშიც კი, თუ რუსეთის პრეზიდენტი შეიცვლება ან უკრაინა დაიბრუნებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყველა ტერიტორიას.
"რუსეთი არ გაჩერდება, რუსეთის მხოლოდ შეჩერება შეიძლება. რუსეთის შეჩერება უკრაინაში არ ნიშნავს, რომ ეს დასასრულია. ეს უბრალოდ ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ. ეს არის ის, რაც მნიშვნელოვანია ნატოსთვის: ჩვენ უნდა ვიმუშაოთ რუსეთის შეკავების გრძელვადიან სტრატეგიაზე", - განმარტა მან.