უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის, მეთიუ მილერის განცხადებას, რომ ვაშინგტონი არ დაუჭერს მხარს უკრაინის სამხედრო დაფინანსებას 2022-2023 წლების დონეზე. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
მეთიუ მილერმა გუშინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ აშშ არ დაუჭერს მხარს უკრაინის სამხედრო დაფინანსებას 2022-2023 წლების დონეზე, რადგან ვაშინგტონი ცდილობს დაეხმაროს უკრაინას საკუთარი სამხედრო-სამრეწველო ბაზის აშენებაში.
უკრაინის საგარეო უწყების სპიკერმა, ოლეგ ნიკოლენკომ აღნიშნა, რომ მილერის განცხადება არ უნდა იყოს აღქმული, როგორც აშშ-ის განზრახვა, შეამციროს უკრაინის მხარდაჭერა.
ნიკოლენკომ დასძინა, რომ მილერმა ისაუბრა "დახმარების ტრანსფორმირებაზე მხოლოდ მაშინ, როდესაც უკრაინა თავის საჭიროებებს დამოუკიდებლად გაუმკლავდება".
"ვიდრე მხარდაჭერა გვჭირდება, ძალზე მნიშვნელოვანია, რომ აშშ-ის კონგრესმა რაც შეიძლება სწრაფად გადაწყვიტოს უკრაინის დახმარების შემდგომი დაფინანსება მითითებული ოდენობით. უკრაინის მხარდაჭერა არ არის ქველმოქმედება. უპირველეს ყოვლისა, ეს არის ინვესტიცია ამერიკის ეროვნულ უსაფრთხოებასა და გლობალური დემოკრატიის დაცვაში", - განაცხადა უკრაინის საგარეო უწყების სპიკერმა.