გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ ისრაელმა ღაზის სექტორის ოკუპაცია არ უნდა მოახდინოს. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი ავრცელებს.
"ჩვენი პოზიცია ძალიან მკაფიოა. არ უნდა მოხდეს ღაზის სექტორის ოკუპაცია, გაძევება და ტერიტორიის ზომის შემცირება. და ამავე დროს აღარ უნდა არსებობდეს საფრთხე ისრაელისთვის ღაზის სექტორიდან", - აღნიშნა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ანალენა ბერბოკის თქმით, ისრაელელები და პალესტინელები მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებენ გვერდიგვერდ მშვიდობიანად ცხოვრებას, თუ ერთის უსაფრთხოება ნიშნავს მეორის უსაფრთხოებას.