logo_geo
eng_logo
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: ისრაელმა ღაზის სექტორის ოკუპაცია არ უნდა მოახდინოს
- +

5 იანვარი. 2024. 21:41

 

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ ისრაელმა ღაზის სექტორის ოკუპაცია არ უნდა მოახდინოს. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი ავრცელებს.

 

 

"ჩვენი პოზიცია ძალიან მკაფიოა. არ უნდა მოხდეს ღაზის სექტორის ოკუპაცია, გაძევება და ტერიტორიის ზომის შემცირება. და ამავე დროს აღარ უნდა არსებობდეს საფრთხე ისრაელისთვის ღაზის სექტორიდან", - აღნიშნა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

 

 

ანალენა ბერბოკის თქმით, ისრაელელები და პალესტინელები მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებენ გვერდიგვერდ მშვიდობიანად ცხოვრებას, თუ ერთის უსაფრთხოება ნიშნავს მეორის უსაფრთხოებას.

right_banner right_banner
არქივი
right_banner