აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი თურქეთში ვიზიტით ჩავიდა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
ამერიკელი დიპლომატი შაბათს სტამბოლში შეხვედრებს გამართავს. ის ასევე შეხვდება თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს.
სახელმწიფო მდივანი ასევე გაემგზავრება იორდანიაში, კატარში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, საუდის არაბეთში, ისრაელში, დასავლეთ სანაპიროზე, ეგვიპტესა და საბერძნეთში.
ეს ბლინკენის მეოთხე ვიზიტია რეგიონში 2023 წლის 7 ოქტომბერს ისრაელზე "ჰამასის" თავდასხმის შემდეგ.