ჩვენ ახლა გვაქვს შესაძლებლობა, დავიბრუნოთ ლიბანის ტერიტორიები, რომელიც ისრაელმა დაიპყრო, - განაცხადარადიკალური შიიტური დაჯგუფება „ჰეზბოლას“ ლიდერმა, ჰასან ნასრალამ.
"ღაზისა და მისი ხალხის მხარეზე დგომის წყალობით ჩვენ ახლა გვაქვს შესაძლებლობა, დავიბრუნოთ ლიბანის ტერიტორიები, რომელიც ისრაელმა დაიპყრო, მაგრამ ამაზე ნებისმიერი საუბარი მხოლოდ ღაზაში ომის დასრულების შემდეგ უნდა მოხდეს და ეს ჩვენი ოფიციალური პოზიციაა", - აღნიშნა ჰასან ნასრალამ.
მისი თქმით, ისრაელი მზად იქნება ტერიტორია დაუთმოს ლიბანს სახმელეთო სასაზღვრო დავის მოგვარების შეთანხმების სანაცვლოდ.