logo_geo
eng_logo
ერდოღანი ზელენსკის: მშვიდობის კარი უნდა გაიღოს - თურქეთი მზად არის, უმასპინძლოს სამშვიდობო მოლაპარაკებებს რუსეთსა და უკრაინას შორის
- +

5 იანვარი. 2024. 23:53

 

სატელეფონო საუბარში თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის განუცხადა, რომ თურქეთი მზად არის, უმასპინძლოს სამშვიდობო მოლაპარაკებებს რუსეთსა და უკრაინას შორის. ინფორმაციას ამის შესახებ თურქული მედია ავრცელებს.

 

 

ერდოღანმა და ზელენსკიმ რეგიონალური და გლობალური საკითხები განიხილეს, განსაკუთრებით უკრაინაში მიმდინარე ომი.

 

 

სატელეფონო საუბარში ერდოღანმა აღნიშნა, რომ თურქეთი ინტენსიურ ძალისხმევას იყენებს, რათა შეაჩეროს სისხლისღვრა როგორც უკრაინაში, ასევე პალესტინის ტერიტორიებზე და უზრუნველყოს მუდმივი მშვიდობა.

 

 

თურქეთის ლიდერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინაში რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს ცეცხლის შეწყვეტა და მშვიდობის კარი უნდა გაიღოს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner