კირილ ბუდანოვმა არ დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია, რომ ყირიმზე განხორციელებული თავდასხმის დროს რუსეთის არმიის გენერალური შტაბის უფროსი დაიღუპა
-
+
6 იანვარი. 2024. 01:00
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა არ დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია, რომ ყირიმზე განხორციელებული თავდასხმის დროს რუსეთის არმიის გენერალური შტაბის უფროსი, ვალერი გერასიმოვი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
- "ასე ვთქვათ, ამის დამადასტურებელი ინფორმაცია არ მაქვს", - აღნიშნა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა.
- 4 იანვარს, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სტრატეგიული კომუნიკაციების სამმართველოში განაცხადეს, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპირებულ ყირიმში რუსეთის სამხედრო ობიექტს დაარტყეს.
- "დღეს დაახლოებით 15:00 საათზე უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სევასტოპოლთან რუსული საოკუპაციო ჯარების ფორმირების სამეთაურო პუნქტს დაარტყეს. დიდება უკრაინის შეიარაღებულ ძალებს", - ნათქვამია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სტრატეგიული კომუნიკაციების სამმართველოს განცხადებაში.