დიდ ბრიტანეთში სტიქიას ებრძვიან - წყალდიდობამ ყველაზე დიდი ზარალი გლოსტერშირისა და ნოტინგემის საგრაფოებს მიაყენა, სადაც ათობით დასახლებული რაიონი დაიტბორა და მოსახლეობის ევაკუაცია გახდა საჭირო.
ინგლისის ცენტრალურ ნაწილში პარალიზებულია ტრანსპორტის მიმოსვლა. დატბორილია საცხოვრებელი სახლები, საავტომობილო და სარკინიგზო მაგისტრალები.