ახალი წლის დღეებს ამჯერად საგარეჯოში აღნიშნავენ.
ადგილზე მოწყობილია საშობაო ბაზრობა. პატარების განწყობაზე ანიმატორები ზრუნავენ. ბავშვებს თოვლის ბაბუასთან შეხვედრის შესაძლებლობა აქვთ. იმართება მუსიკალური კარნავალი.
ასევე, 18:00 საათზე დაიწყება „მგზავრების“ კონცერტი, ღონისძიება კი ფეიერვერკით დასრულდება.