logo_geo
eng_logo
გიორგი მიქაუტაძე „მეცში“ დაბრუნდა
- +

6 იანვარი. 2024. 17:25

 

 

ქართველი ფეხბურთელი გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის საფეხბურთო კლუბ „მეცში“ დაბრუნდა. საქართველოს ნაკრების 23 წლის ფორვარდმა ლიგა ერთის გუნდთან ნახევარწლიანი საიჯარო ხელშეკრულება გააფორმა.

 

მიქაუტაძე გასულ ზაფხულს ამსტერდამის „აიაქსში“ სწორედ „მეციდან“ გადავიდა, თუმცა მხოლოდ 9 შეხვედრა ჩაატარა და ძირითად შემადგენლობაში იშვიათად ხვდებოდა.

 

მიქაუტაძე 10-ნომრიანი მაისურით ითამაშებს და მისი დებიუტი 14 იანვარს „ტულუზთან“ შეხვედრაში შედგება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner