თურქეთში ვიზიტით მყოფი აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ქვეყნის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა. ამის შესახებ Anadolu იტყობინება.
შეხვედრაზე, რომელსაც ასევე ესწრებოდნენ თურქეთის ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელი იბრაჰიმ ქალინი და აშშ-ის ელჩი ჯეფრი ფლეიკი, განიხილეს ღაზის სექტორში შექმნილი სიტუაცია, NATO-ში შვედეთის გაწევრიანება და თურქეთისთვის F16 ტიპის გამანადგურებლების გაყიდვა.
მანამდე ბლინკენმა პირისპირ შეხვედრა გამართა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ჰაკან ფიდანთან.
თურქეთის შემდეგ ენტონი ბლინკენი საბერძნეთს, იორდანიას, კატარს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, საუდის არაბეთს, ისრაელს, იორდანეს დასავლეთ ნაპირს და ეგვიპტეს ეწვევა.