logo_geo
eng_logo
აცახცახებული მოსამართლე, შეკერილი საქმე, ცარიელი სკამები და „ნაციონალური“ „სამართლიანობის აღდგენა“...
- +

13 სექტემბერი. 2016. 00:59


 

აცახცახებული მოსამართლე, შეკერილი საქმე, ცარიელი სკამები და „ნაციონალური" „სამართლიანობის აღდგენა"- „ახალგაზრდა ადვოკატები" გიორგი პაპუაშვილის სამქესთან დაკავშირებით, დიანა ფარქოსაძის სარჩელის საფუძველზე მოსამართლის ვერდიქს ასაჯაროვებს.



ძვირფასო საზოგადოებავ!

 

2016 წლის 12 სექტემბერს, "ახალგაზრდა ადვოკატებმა" ჩაიბარეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 5 აგვისტოს სასამართლო სხდომის ვიდეო ოქმი. მოსამართლე დიანა ფარქოსაძე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილთან და სახელმწიფოს სახით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან მოქალაქე როლანდ ბლადაძის ჩამორთმეულ, სადავი ქონებაზე გადაწყვეტილებას აცხადებს.

 

საზოგადოება ყურადღებას მიაქცევს შეკვეთილი და უკანონო გადაწყვეტილების გამოცხადების დროს, მოსამართლის აღელვებულ ტონს. ასევე, გადაწყვეტილების გამოცხადების დროს, ცარიელია მოპასუხეების: გიორგი პაპუაშვილისა და სამინისტროს სკამი. მოპასუხეების გადაწყვეტილების გამოცხადებაზე დაუსწრებლობა ღიად და პირდაპირ მიუთითებს იმ ფაქტს, რომ მოპასუხეებმა შეთანხმებულად იცოდნენ გადაწყვეტილების შინაარსი.

როლანდ ბლადაძე დარღვეული და სახელმწიფოსგან შელახული უფლებების აღდგენისთვის, სამართლებრივ ბრძოლას ახალი ძალით აგრძელებს. საზოგადოება საქმეზე ახალ-ახალ დაუჯერებელ ფაქტებსა და გარემოებებზე მალე შეიტყობს.

 

 

 

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner