logo_geo
eng_logo
საშობაო „ალილოს“ მსვლელობა პირველი რესპუბლიკის მოედნიდან 7 იანვარს, 14:00 საათზე, დაიწყება
- +

6 იანვარი. 2024. 18:24

 

 

ქრისტესშობას, თბილისსა და მთელ საქართველოში, სადღესასწაულო საზეიმო მსვლელობა „ალილო“ გაიმართება.

 

როგორც „იმედინიუსს“ საპატრიარქოდან“ აცნობეს, „ალილოს“ დღესასწაულის მოწყობის ტრადიცია სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის კურთხევით 2 000 წელს აღდგა. მსვლელობისათვის სპეციალურად იკერება ბაირაღები და ალილოს მონაწილეებისთვის - განსხვავებული შესამოსელი.

 

„დღესასწაულს ალამაზებს ურმები, რომლებიც სპეციალურად კასპის რაიონის სოფელ მეტეხიდან ჩამოჰყავთ.

 

მსვლელობა დაიწყება 7 იანვარს, 14:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან. სადღესასწაულო მსვლელობის დროს „ალილოს“ მონაწილეებს ხვდებიან პრეზიდენტი, პარლამენტის, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები.

 

„ალილოს“ მონაწილეები შობას ულოცავენ პატრიარქს და მსვლელობა სრულდება სამების საკათედრო ტაძარში, სადაც აღესრულება შობის პარაკლისი.

 

ქრისტესშობა დღესასწაულთა შორის განახლების, უკეთესი მომავლის, იმედისა და რწმენის ზეიმია. შობის დღესასწაულს წელსაც კვლავ ერთად აღვნიშნავთ და ამ საყოველთაო სიხარულს განსაკუთრებით გავუზიარებთ იმ ადამიანებს, რომელთაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ“, - აცხადებენ საპატრიარქოში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner