ჩრდილოეთ ისრაელის მიმართულებით განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ჰეზბოლამ“ აიღო.
დაჯგუფების განცხადებაში ნათქვამია, რომ მერონის მთასთან ახლოს მდებარე ისრაელის სამხედრო ობიექტების მიმართულებით 60-ზე მეტი რაკეტა გაუშვეს.
„ჰეზბოლას“ იერიშის საპასუხოდ ისრაელმა ლიბანის ტერიტორია დაბომბა.