უკრაინაში რუსული აგრესიის შედეგად 515 ბავშვი დაიღუპა. საგანგაშო სტატისტიკას უკრაინის გენერალური პროკურატურა აქვეყნებს.
უწყების ინფორმაციით, სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო 1182-მა ბავშვმა.
ყველაზე მეტი არასრულწლოვანი ხარკოვის, დონეცკისა და კიევის ოლქებში დაშავდა. მონაცემები საბოლოო არ არის, რადგანაც აქტიური საომარი მოქმედებების გამო დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა რთულია.