logo_geo
eng_logo
უკრაინის გენპროკურატურა: უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ სულ მცირე 515 ბავშვი დაიღუპა, ხოლო 1182 - დაშავდა
- +

6 იანვარი. 2024. 22:05

 

უკრაინაში რუსული აგრესიის შედეგად 515 ბავშვი დაიღუპა. საგანგაშო სტატისტიკას უკრაინის გენერალური პროკურატურა აქვეყნებს.

 

 

უწყების ინფორმაციით, სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო 1182-მა ბავშვმა.

 

 

ყველაზე მეტი არასრულწლოვანი ხარკოვის, დონეცკისა და კიევის ოლქებში დაშავდა. მონაცემები საბოლოო არ არის, რადგანაც აქტიური საომარი მოქმედებების გამო დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა რთულია.

right_banner right_banner
არქივი
right_banner