16-წლიანი რესტავრაციის შემდეგ, საბერძნეთში ერთ-ერთი უძველესი სასახლე გაიხსნა, სადაც ალექსანდრე მაკედონელის კორონაცია გაიმართა. ამის შესახებ BBC წერს.
სასახლე, რომელიც საპორტო ქალაქ სალონიკთან ახლოს მდებარეობს, 2300-ზე მეტი წლის წინ ააგეს. მოგვიანებით ის რომაელებმა გაანადგურეს და მისი ნანგრევები, XIX-ის დასაწყისში, გათხრების დროს აღმოაჩინეს.
სასახლის ნაწილობრივ რეკონსტრუქციაზე, რომელიც ევროკავშირის დახმარებით ჩატარდა, 20 მილიონზე მეტი ევრო დაიხარჯა.
სასახლის გახსნის ცერემონიას საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი, კირიაკოს მიცოტაკისი დაესწრო, რომელმაც მას მსოფლიო მნიშვნელობის უწოდა.