logo_geo
eng_logo
თამარ სანიკიძე: 1000 ლარიანი ხელფასი 341 მასწავლებელს ჰქონდა და ამას რეფორმას არქმევდნენ
- +

12 მარტი. 2016. 01:28


1000 ლარიანი ხელფასი, 60 ათასი მასწავლებლიდან, 341 - ჰქონდა და რეფორმას ამას არქმევდნენ,"- ამის შესახებ გადაცემა 2030-ში განათლების მინისტრმა, თამარ სანიკიძემ განაცხადა.


გამოცდის ტესტური ნაწილი, უხეშად რომ ვთქვათ, 75 ლარი ღირდა. კომპიუტერის და ინგლისურის ინტეგრირებული გამოცდა კი, რომელიც მასწავლებელს აბსოლუტურად არაფერში არ სჭირდებოდა - 125 ლარი. ამ თანხას სახელმწიფო იხდიდა.ის მდგომარეობა, რაც დღეს მივიღეთ, წინა წლებში გატარებული რეფორმების შედეგია. ჩვენ ახალ რეფორმას ვახორციელებთ, მაგრამ დღეს განხორციელებული რეფორმა შედეგს დღესვე ვერ გამოიღებს. დიმიტრი შაშკინის საუბრიდან კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ განათლების დარგში მას კონპეტენცია არ გააჩნია. 2013 წელს 12 ათასი სერტიფიცირებული პედაგოგი ჩავიბარეთ. მათ მიერ განხორციელებული რეფორმის შედეგად, 45 ათასი მასწავლებლის ქუჩაში გასროლა იგეგმებოდა. ჩვენს მიერ შექმნილი სისტემა იმას უზრუნველყოფს, რომ თუ საპირწონე არ შემოვიდა, სისტემიდან მასწავლებელი არ გავა",-განაცხადა სანიკიძემ.


მინისტრის ინფორმაციით, დიმიტრი შაშკინის მინისტრობისას, შეფასების ერთადერთი ინსტრუმენტი გამოცდა იყო. ძირითადი რესურსები არა მასწავლებელთა გადამზადებაში, არამედ ტესტების მომზადებაში იდებოდა. ახალი კადრების მომზადებაზე სახელმწიფო საერთოდ არ ზრუნავდა. გადამზადება შაბლონური, ორ-სამ დღიანი იყო. დღეს კი, ეს მთლიანად შეიცვალა და შეფასების სხვადასხვა სისტემა დაინერგა. ჩვენ ვიზრუნეთ როგორც ახალი კადრების მომზადებაზე, ასევე არსებული მასწავლებლების კარიერულ განვითარებაზე, რაც 2015 წლის სექტემბრიდან დავიწყეთ. სქემა უკვე მუშაობს და წლის ბოლოს საპილოტე წლის მონიტორინგი გვექნება.


ინგლისურის მასწავლებლების პროგრამა გრძელდება. მათგან განსხვავებით, ის ადამიანები კი არ ჩამოგვყავს, ვინც ინგლისური იცის, არამედ - ინგლისურენოვანი პედაგოგები. მასწავლებელთა ახალი სახლების მშენებლობა არ გაჩერებულა და მიმდინარეობს. წინა ხელისუფლება მათ აშენებას სხვის საკუთრებაში არსებულ მიწებზე აპირებდა და ამ მდგომარეობის გამოსწორებას გარკვეული პერიოდი და დიდი ძალისხმევა დასჭირდა",-განაცხადა სანიკიძემ გადაცემა 2030-ში.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner