დედაქალაქის მერი, კახა კალაძემ მოსახლეობას ქრისტეს შობას მიულოცა.
„შობას გილოცავთ! იშვა უფალი ჩვენს მხსნელად და იმედად. უწმინდესის კურთხევით დანერგილი საშობაო ტრადიცია- ფანჯრებთან დანთებული სანთელი, იმ დიდი სიხარულის სიმბოლოა, რასაც თითოეული ჩვენგანი ახლა განვიცდით.
დაე, იშვას სიყვარული ჩვენს გულებში, იყოს მშვიდობა ქვეყანაში, კეთილდღეობა - ჩვენს ოჯახებში! ღმერთმა ინებოს საქართველოს გაერთიანება და წინსვლა! გილოცავთ ქრისტეშობას“, - წერს კალაძე Facebook-ზე.