შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, დღეს ალილოს მსვლელობა გაიმართება.
მსვლელობა 14:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყება და დასრულდება სამების საკათედრო ტაძარში.
ალილოს დღესასწაულის მოწყობის ტრადიცია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით 2 000 წელს აღდგა. მსვლელობისათვის სპეციალურად იკერება ბაირაღები და ალილოს მონაწილეებისთვის - განსხვავებული შესამოსელი.
დღესასწაულს ალამაზებს ურმები, რომლებიც სპეციალურად კასპის რაიონის სოფელ მეტეხიდან ჩამოჰყავთ.