logo_geo
eng_logo
საშობაო ალილოს მსვლელობა პირველი რესპუბლიკის მოედნიდან 14:00 საათზე დაიწყება
- +

7 იანვარი. 2024. 12:07

 

 

შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, დღეს ალილოს მსვლელობა გაიმართება.

 

მსვლელობა 14:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყება და დასრულდება სამების საკათედრო ტაძარში.

 

ალილოს დღესასწაულის მოწყობის ტრადიცია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით 2 000 წელს აღდგა. მსვლელობისათვის სპეციალურად იკერება ბაირაღები და ალილოს მონაწილეებისთვის - განსხვავებული შესამოსელი.

 

დღესასწაულს ალამაზებს ურმები, რომლებიც სპეციალურად კასპის რაიონის სოფელ მეტეხიდან ჩამოჰყავთ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner