ალილოს მსვლელობა თბილისში, სამების საკათედრო ტაძარში დასრულდა.
ტაძარში სასულიერო პირებმა სამადლობელი პარაკლისი გადაიხადეს. მანამდე, ალილოს მონაწილეების მსვლელობა პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო. მსვლელობაში მონაწილეობა მიიღეს სასულიერო პირებმა და მორწმუნეებმა. მათ სამების საკათედრო ტაძარში შობის ხატი მიაბრძანეს.
სადღესასწაულო მსვლელობის დროს, შობის მახარობლებს შეხვდნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, პარლამენტის თავმჯდომარე, მერიისა და საკრებულოს წევრები.