იაპონიაში მომხდარი ძლიერი მიწისძვრიდან 5 დღის შემდეგ მაშველებმა ორსართულიანი სახლის ნანგრევებიდან 90 წელს გადაცილებული ქალი ცოცხალი ამოიყვანეს. ამის შესახებ CNN იტყობინება.
ტელეარხის ცნობით, ქალი ქალაქ სუზუში, იშიკავას პროვინციაში, მიწისძვრიდან 124 საათის შემდეგ იპოვეს. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმები ამბობენ, რომ მას საუბარი შეუძლია, თუმცა ფეხები აქვს დაზიანებული.
ძლიერი მიწისძვრა იაპონიაში 1 იანვარს მოხდა. ბოლო მონაცემებით, შედეგად სულ მცირე 126 ადამიანი დაიღუპა.