კვლევითმა ჯგუფმა CIES Football Observatory-მ გამოაქვეყნა ყველაზე მაღალი სატრანსფერო ღირებულების მქონე ფეხბურთელთა სია.
რეიტინგს სათავეში ჩაუდგა „რეალის“ ნახევარმცველი ჯუდ ბელინგემი. ინგლისელი ფეხბურთელის ღირებულებამ 267.5 მილიონი ევრო შეადგინა.
მეორე ადგილზე გავიდა „მანჩესტერ სიტის“ ფორვარდი ერლინგ ჰალანდი (251,2 მლნ), მესამეზე – „რეალის“ გარემარბი ვინისიუსი (250,3 მლნ).
TOP10-ში ასევე შევიდნენ:
როდრიგო (რეალი, 247,9 მლნ), ბუკაიო საკა (არსენალი, 223 მლნ), ფილიპ ფოდენი (მანჩესტერ სიტი, 195,8 მლნ), გავი (ბარსელონა, 175,4 მლნ), ხულიან ალვარესი (მანჩესტერ სიტი, 164,7 მლნ), ჯამალ მუსიალა (ბაიერნი, 152,4 მლნ) და მარტინ ედეგორი (არსენალი, 150,6 მლნ).