logo_geo
eng_logo
ენტონი ბლინკენი კატარში ჩავიდა
- +

7 იანვარი. 2024. 20:53

 

 

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი იორდანიიდან კატარში ჩავიდა. ბლინკენი ისრაელ-ჰამასის ომის ფონზე რეგიონში ახლო აღმოსავლეთის ლიდერებთან შეხვედრებს აგრძელებს. ამის შესახებ ისრაელის მედია წერს.

 

ამავე ინფორმაციით, ენტონი ბლინკენი დოჰაში ჯერ შეიხ თამიმ ბინ ჰამად ალ თანის, შემდეგ კი პრემიერ-მინისტრს და საგარეო საქმეთა მინისტრს მოჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ თანის შეხვდება.

 

შეხვედრის შემდეგ ლიდერები ჟურნალისტებისთვის პრესკონფერენციას გამართავენ.

 

როგორც ცნობილია, კატარის შემდეგ ბლინკენი არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს, საუდის არაბეთს, ისრაელს და ეგვიპტეს ეწვევა.

 

„ჰამასსა“ და ისრაელს შორის ომის დაწყების შემდეგ, ეს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის რიგით მე-4 ვიზიტია ახლო აღმოსავლეთში. 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner