"ქალბატონო თინა, თქვენ მე აშკარად გეშლებით იმ ადამიანში, რომელიც 2 გვამს ითხოვდა. იმას არ ვიზუალურად ვგავარ და არც ჩემი გაწეული საქმიანობით. არცერთი ჩემი გაწეული საქმიანობის და გადადგმული ნაბიჯის არ მრცხვენია. ნუ ცდილობთ ადამიანების სტიგმატიზებას და გონებაზე გაბატონებას", - ასე მიმართა "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ქუთაისის მაჟოროიტარობის კანდიდატმა კობა ნარჩემაშვილმა, "რესპუბლიკელების" ზესტაფონის მაჟორტარობის კანდიდატას თინა ხიდაშელს გადაცემა "არჩევანში."
„ქალბატონო თინა, მიიღეთ რა თქვენმა ჯგუფმა ყველა მატერიალური სიკეთე ბატონო ბიძინა ივანიშვილისგან, ისეთ ვითარებაში, როდესაც არ გქონდათ საზოგადოების მხარდაჭერა თქვენ პოლიტიკურ ძალას, ამის შემდეგ მიეჩვიეთ და მიიღეთ მნიშვნელოვან პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში ჩარევის უფლება. ამას იმდენად მიეჩვიეთ, რომ გიჭირთ ამ ვითარებასთან განშორება.
ახლა ჩემთვის ნათელია, რა ვერ შეძლო „ქართულმა ოცნებამ" 4 წლის განმავლობაში რაში იყო რესპუბლიკელების როლი. თუნდაც სამართლიანობის აღდგენაში. მე დარწმუნებული ვარ იმაში რომ, არა თქვენი პოლიტიკური ძალა „ქართულ ოცნებას" მეტი წარმატება ექნებოდა ისეთ მტკივნეულ საკითხში - „სამართლიანობის აღდგენაში", - განაცხადა ნარჩემაშვილმა.