logo_geo
eng_logo
The Times of Israel: ბლინკენი მეფე აბდულას არწმუნებს, რომ აშშ ეწინააღმდეგება პალესტინელების იძულებით გადაადგილებას ღაზადან
- +

7 იანვარი. 2024. 22:32

 

 

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი იორდანიის მეფე აბდულა მეორეს არწმუნებს, რომ ვაშინგტონი ეწინააღმდეგება პალესტინელების იძულებით გადაადგილებას ღაზას სექტორიდან და დასავლეთ სანაპიროდან. ამის შესახებ ისრაელის მედია იტყობინება.

 

როგორც ისრაელის მედია წერს, იორდანიის მეფემ შეშფოთება გამოხატა პალესტინელების იძულებით გადაადგილების გამო.

 

„მეფე აბდულასთან საუბრისას ბლინკენმა ხაზგასმით აღნიშნა აშშ-ს წინააღმდეგობა დასავლეთ სანაპიროდან და ღაზადან პალესტინელების იძულებით გადაადგილებასთან დაკავშირებით, მან მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება“, - აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მეთიუ მილერის განცხადებაში.

 

ინფორმაციისთვის, „ჰამასსა“ და ისრაელს შორის ომის დაწყების შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ახლო აღმოსავლეთში მეოთხედ ჩავიდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner