მიუნხენის „ბაიერნმა“ ზეპირ შეთანხმებას მიაღწია „ტოტენჰემის“ მცველის, ერიკ დაიერის ტრანსფერთან დაკავშირებით, – ამტკიცებს Sky Sport-ის ჟურნალისტი ფლორიან პლეტენბერგი. 29 წლის ფეხბურთელი აპირებს, გერმანიის ჩემპიონის რიგებში იანვარში გადავიდეს.
„ტოტენჰემიც“ ასევე მზად არის, გამოეთხოვოს ფეხბურთელს, რომლის კონტრაქტი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ იწურება. ტრანსფერის თანხა 5 მილიონი ევრო იქნება. ინგლისელს შესთავაზებენ კონტრაქტს, მინიმუმ, 2025 წლის ზაფხულამდე.
„ბაიერნის“ მთავარმა მწვრთნელმა, თომას ტუხელმაც ისაუბრა დაიერთან და აცნობა მას, რომ აპირებს ინგლისელის გამოყენებას როგორც ცენტრალური მცველის, ასევე საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე.