“ოპოზიცია არის ანტიეროვნული დაჯგუფება”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიცია არის საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მოქმედი.
“ამ წლის პირველივე დღეებში უკვე მკაფიო აქცენტები დაისვა. ოპოზიცია არის ანტიეროვნული დაჯგუფება. ოქტომბერში, როდესაც იქნება არჩევნები, საქართველოს მოსახლეობას არჩევანი ექნება ერთი მხრივ „ქართულ ოცნებას“ შორის, რომელიც გამოდის ეროვნული ინტერესებიდან, რომელიც ეყრდნობა საქართველოს ისტორიას, მისი სულიერების ისტორიას და მეორე მხრივ ოპოზიცია, რომელიც არის ანტიქართული და საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მოქმედი და რომელიც არის საქართველოს პატრიარქისა და ეკლესიის წინააღმდეგ მოქმედი. ამ წინაპირობიდან გამომდინარე აღარანაირი მნიშვნელობა აღარ აქვს ვინ გაერთიანდება. საერთო ჯამში, არის რაღაც პოზიციური გადაჯგუფებები. სინამდვილეში ეს არის ერთი ჯგუფი, ანტიქართული ფრონტი, რომელიც უკვე დიდი ხანია ნელ-ნელა იშლება. დღეს ამას დაემატა ანტიეკლესიური ტონები და საბოლოო ჯამში ვინ რომელ ფლანგზე იქნება, რამდენ ჯგუფად გამოვლენ მნიშვნელობა არ აქვს. ეს არის ერთი პოზიცია და ერთი ფილოსოფია, რომელიც ებრძვის ყველაფერს ქართულს, ქართულ სახელმწიფოს, სახელმწიფო ინსტიტუტებს, ქართულ ეკლესიას, თარიღებს, ყველაფერს, რაც დაკავშირებულია ჩვენს ტრადიციებთან, სახელმწიფოებრიობასთან, ქართულ დემოკრატიასთან“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.