logo_geo
eng_logo
„ცაჰალის“ გენერალური შტაბის უფროსი: 2024 წელი რთული იქნება, ღაზაში ომში ვიქნებით ჩართული
- +

8 იანვარი. 2024. 01:49

 

 

2024 წელი რთული იქნება, ღაზაში ომში ვიქნებით ჩართული, - განაცხადა ისრაელის თავდაცვითი ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, ჰერცი ჰალევიმ.

 

"ჩრდილოეთში "ჰეზბოლამ" ამ ომში ჩართვა გადაწყვიტა, ჩვენ მათ მუდმივად ვუწესებთ დიდ საფასურს [ამისთვის] და ჩვენ ვზრდით ამ საფასურს", - აღნიშნა ჰერცი ჰალევიმ.

 

ისრაელის სამხედრო მაღალჩინოსანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისრაელის არმიას ეკისრება პასუხისმგებლობა ჩრდილოეთში იძულებით გადაადგილებულ პირთა სახლებში დაბრუნებაზე.

 

6 იანვარს, ჩრდილოეთ ისრაელის მიმართულებით განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ჰეზბოლამ“ აიღო.

 

დაჯგუფების განცხადებაში ნათქვამია, რომ მერონის მთასთან ახლოს მდებარე ისრაელის სამხედრო ობიექტების მიმართულებით 60-ზე მეტი რაკეტა გაუშვეს.

 

„ჰეზბოლას“ იერიშის საპასუხოდ ისრაელმა ლიბანის ტერიტორია დაბომბა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner