2024 წელი რთული იქნება, ღაზაში ომში ვიქნებით ჩართული, - განაცხადა ისრაელის თავდაცვითი ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, ჰერცი ჰალევიმ.
"ჩრდილოეთში "ჰეზბოლამ" ამ ომში ჩართვა გადაწყვიტა, ჩვენ მათ მუდმივად ვუწესებთ დიდ საფასურს [ამისთვის] და ჩვენ ვზრდით ამ საფასურს", - აღნიშნა ჰერცი ჰალევიმ.
ისრაელის სამხედრო მაღალჩინოსანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისრაელის არმიას ეკისრება პასუხისმგებლობა ჩრდილოეთში იძულებით გადაადგილებულ პირთა სახლებში დაბრუნებაზე.
6 იანვარს, ჩრდილოეთ ისრაელის მიმართულებით განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ჰეზბოლამ“ აიღო.
დაჯგუფების განცხადებაში ნათქვამია, რომ მერონის მთასთან ახლოს მდებარე ისრაელის სამხედრო ობიექტების მიმართულებით 60-ზე მეტი რაკეტა გაუშვეს.
„ჰეზბოლას“ იერიშის საპასუხოდ ისრაელმა ლიბანის ტერიტორია დაბომბა.