logo_geo
eng_logo
ნინო ფოჩხუა: ირაკლი კობახიძის ამ პასუხმა კიდევ ერთხელ დაგვანახა ფსევდოგანსწავლული ფსევდომწერლების, ფსევდოპოლიტიკოსების და მთლიანად ფსევდოლიბერალების უსუსურობა და ზედაპირულობა
- +

8 იანვარი. 2024. 12:29

 

 

„ირაკლის ამ პასუხმა კიდევ ერთხელ დაგვანახა ფსევდოგანსწავლული ფსევდომწერლების, ფსევდოპოლიტიკოსების და მთლიანად ფსევდოლიბერალების უსუსურობა და ზედაპირულობა“, - ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში ექსპერტი ნინო ფოჩხუა, ირაკლი კობახიძის განცხადებას შობასთან დაკავშირებით.

 

ფოჩხუას თქმით, ოპოზიციის ყველა სიტყვა და ქმედება მიმართულია მხოლოდ იმისკენ როგორმე ავნონ ქვეყანას, გააღვივონ რევოლუციური მუხტი,  მობრუნდნენ ხელისუფლებაში და ისევ იმ უკანონობის რელსებზე გადაიყვანონ ქვეყანა, რაც იყო ადრე მიშას დროს.

 

„ირაკლის ამ პასუხმა კიდევ ერთხელ დაგვანახა ფსევდოგანსწავლული ფსევდომწერლების, ფსევდოპოლიტიკოსების და მთლიანად ფსევდოლიბერალების უსუსურობა და ზედაპირულობა. მათი ყველა სიტყვა და ქმედება მიმართულია მხოლოდ იმისკენ როგორმე ავნონ ქვეყანას, გააღვივონ რევოლუციური მუხტი, რომ იქნებ როგორმე მობრუნდნენ ხელისუფლებაში და ისევ იმ უკანონობის რელსებზე გადაიყვანონ ქვეყანა, რაც იყო ადრე მიშას დროს. როგორც ადრე, ვერც ახლა შეძლებენ ჩანაფიქრის ასრულებას, ისეთ პოლიტიკოსს, როგორიც არის ირაკლი კობახიძე და მთლიანად გუნდი, როგორ უნდა აჯობო, თან როცა სიმართლე მათ მხარეს არის“, - წერს ნინო ფოჩხუა Facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner