logo_geo
eng_logo
გია აბაშიძე: ავსულებს ეს ახასიათებთ, რომ შობის წინ, სააღდგომოდ მოაწყონ ერთგვარი სექტანტური შაბაშები, გავიხსენოთ წინა დიდ დღესასწაულებზე ნაცჯაქების მხრიდან „შავი სიების“ შედგენა, საპატრიარქოზე თავდასხმები, ხატმებრძოლეობა, წირვა-ლოცვებზე ტელეკამერებით შევარ
- +

8 იანვარი. 2024. 12:43

 

 

„ირაკლი კობახიძე უვიც ფსევდოლიბერალ „ნაციონალებს“ მოუწოდებს შეეშვან საეკლესიო თემისა და მით უმეტეს, საეკლესიო კალენდრის განხილვას“, - ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს.

 

აბაშიძის თქმით, ავსულებს  ახასიათებთ, რომ შობის წინ, სააღდგომოდ მოაწყონ ერთგვარი სექტანტური შაბაშები და ამით დროებით დაიკმაყოფილონ თავიანთი ვნებები.

 

„ირაკლი კობახიძე უვიც ფსევდოლიბერალ „ნაციონალებს“ მოუწოდებს, შეეშვან საეკლესიო თემისა და მით უმეტეს, საეკლესიო კალენდრის განხილვას.

 

სასოწარკვეთილი ლუზერები არ შეეშვებიან ჩვენს ეკლესიასა და ტრადიციაზე თავდასხმებს. ავსულებს ეს ახასიათებთ, რომ შობის წინ, სააღდგომოდ მოაწყონ ერთგვარი სექტანტური შაბაშები და ამით დროებით დაიკმაყოფილონ თავიანთი ვნებები.

გავიხსენოთ წინა დიდ დღესასწაულებზე ნაცჯაქების მხრიდან „შავი სიების“ შედგენა, საპატრიარქოზე თავდასხმები, ხატმებრძოლეობა, წირვა-ლოცვებზე ტელეკამერებით შევარდნები და ა.შ.

 

სამწუხარო ისაა, რომ საკუთარ თავში არადარწმუნებულ ზოგიერთს ჰგონია, რომ რადგან საჯარო სივრცეში ხშირად გამოჩენილი ნაცბრიყვი თუ რამეს იტყვის, ეს ე.წ. „შვეჩკობაა“, მოდური ტრენდია და ა.შ.

 

მშვიდობა საქართველოს!“ - წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner