logo_geo
eng_logo
„ნაპოლის“ გულშემატკივრები მწვრთნელის მოხსნას ითხოვენ
- +

8 იანვარი. 2024. 13:10

 

 

ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ სერია A-ს ბოლო ტურში „ტორინოსთან“ დამარცხდა (0:3) და მატჩის შემდეგ გულშემატკივრებმა გუნდის მწვრთნელის, ვალტერ მაძარის მოხსნა მოითხოვეს.

 

ზედიზედ მეოთხე მატჩია, ჩემპიონატისა და იტალიის თასის ჩათვლით, ვალტერ მაძარის გუნდი გამარჯვებას ვერ ახერხებს. შეტევაში „ნაპოლის“ პრობლემა აშკარაა, გუნდმა მეოთხე შეხვედრა დატოვა გოლის გარეშე.

 

„ნაპოლის“ გულშემატკივრებმა გუნდს ტურინის სტადიონის ტრიბუნებიდან ობსტრუქცია მოუწყვეს. პროტესტი შემდეგ სოციალურ ქსელებში გადავიდა:

 

„ეს გუნდი სამარცხვინოა“.

 

„ნაპოლი“ ძალიან ცუდად თამაშობს“.

 

„დე ლაურენტისი დროულად უნდა ჩაერიოს და მაძარი გაათავისუფლოს“.

 

„სამწუხაროა მაძარისთვის, მაგრამ მას „ნაპოლის“ მწვრთნელობა არ შეუძლია“.

 

„გარსია უკეთესი იყო“.

 

„გუნდი სრულად განადგურდა, ჩვენ იანვრის სატრანსფერო „ფანჯარაც“ არ გვიშველის“.

 

„დაწყევლილი სეზონი, ახლანდელი „ნაპოლის“ ყურებაც აღარ შეიძლება“.

 

„დროა, ეს დასრულდეს“.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner