-
+
8 იანვარი. 2024. 18:38
პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
„გამოსავალი არსებობს!
არ მოგბეზრდათ სულ მობოდიშების და ახსნა-განმარტების რეჟიმში ყოფნა?
10-პუნქტიანი რჩევა პიარ-ტექნოლოგისგან:
- მიიღეთ კანონი ცილისწამებაზე.
- დასაჯეთ ნაცები.
- დახურეთ უკანონო მედია „ბუტკები“.
- გადაიყვანეთ მიშა ციხეში (ეგ რა შუაშიაო, არ იკითხოთ ოღონდაცა რა...).
- მოსპეთ ნარკომანია! ზუსტად ეს აქვთ ხელზე დახვეული, რომ მიშას დროს ნარკომანია ასე არ ყვაოდა.
- აღადგინეთ დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთთან, დაიწყეთ აფხაზეთსა და სამაჩაბლოში ლტოლვილების დაბრუნების პროცესი (ბოდენის დოკუმენტი). მაინც რუსებს გეძახით ეს ბოროტი, ფსევდო-ლიბერალური ბაბლი და ეპოქალური საქმე მაინც დაიწყეთ.
გაქვთ ყარაბაღის პრეცედენტი.
- მიიღეთ კანონი ლგბტ+ პროპაგანდაზე. ნაძვის ხესთან ვერ გაგვიყვანია ბავშვები, შილაკიანი და „კრუჟაოიანი“ ძუძუგადმოგდებული ბიჭებით აივსო ქალაქი.
- დაარქვით ყველაფერს თავისი სახელი და აღარ მოგიწევთ ატუზული ბავშვივით სულ მობოდიშება!
- აღადგინეთ დახვრეტის მუხლი და ლь-ზე დახვრიტეთ(ეს ხუმრობით).
- ადამიანები ნუ ჩაანაცვლეთ ძაღლებით, კატებით, ზღვის ლომებით, თუთიყუშებით...
ვენაცვალე ფლორას და ფაუნას, მაგრამ უფალმა ადამიანი შექმნა ხატად და არა ზოოპარკის ბინადარი (ვიღაც არ გამომიხტეს ახლა, მინიმუმ ოც უპატრონო ცხოველს ვუვლი!).
- გაწმინდეთ უნივერსიტეტები უცხო ქვეყნის აგენტებისგან. ეს მათი შედგენილი დღის წესრიგით გიწევთ სულ თავის მართლება.
მოკლედ, მაგრად დაჰკარით, თორემ დაგკრავენ!
მე მითქვამს!“ - წერს ლალი მოროშკინა.