logo_geo
eng_logo
ირმა ინაშვილი: ეს გიორგი კანდელაკია, აღშფოთებული წმინდა მატრონას ხატის ხილვით...
- +

8 იანვარი. 2024. 18:52

 

 

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი სამების ტაძარში წმინდა მატრონას ხატის შესახებ გიორგი კანდელაკის მიერ გავრცელებულ ვიდეოს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

 

„ვერ იცანით? ეს გიორგი კანდელაკია, აღშფოთებული წმინდა მატრონას ხატის ხილვით... რომელსაც მზაკვრულად და კონტექსტიდან მოწყვეტით „სტალინის ხატად“ წარმოაჩენდა. ეს ის გიორგი კანდელაკია, რომელიც ბოლო 20 წელია გვარიანად გამოიწრთო დედაეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლაში და ამ ბოროტ საქმეში 20-იანი წლების ბოლშევიკების სულისკვეთების გამგრძელებელია. ამას რომ საშუალება მისცე, ღმერთმა დაგვიფაროს, ყველა მღვდელს წვერს გაკრეჭდა და სამოსს გახდიდა.

 

ეს არარაობა არც ქართველია და ვერც ამერიკელი გახდა, სრული სულიერი სიცარიელის, სიბნელის, უმეცრებისა და ვერაგობის მაგალითია. ეს არარაობა ისე მსჯელობს მართლმადიდებლობასა და ხატწერის სტანდარტებზე, თითქოს მრევლის ნაწილი, ეკლესიის წევრი, მაზიარებელი და აღმსარებელი იყოს. პირიქით, ეკლესიის მტერი და მოძულეა. მრავალი ბოროტი საქმით დაგვამახსოვრა თავი.

 

იგივე არარაობა, რომელსაც თურმე მატრონას ხატი აღაშფოთებს, 2003-2012 წლებში ჩვენს ქვეყანაში ყველა ბოროტების მხარდამჭერი და ორგანიზატორი იყო. ადამიანების წამებით დაწყებული ქართული მიწების ჩაბარებით გაგრძელებული ყველა უბედურებაში მონაწილეობა აქვს მიღებული ამ ვირთხას. ყველა უნდა იცნობდეს ეკლესიის მტრებს!“ - წერს ირმა ინაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner