უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების სარდალმა, ოლექსანდრ სირსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის თავდაცვის ძალები უმკლავდებიან რუსული არმიის შეტევით პოტენციალს, რომელიც კუპიანსკისკენ წინსვლის მცდელობას განაგრძობს.
ოლექსანდრ სირსკის თქმით, ოკუპანტები არ წყვეტენ თავდასხმებს კუპიანსკის ტყეში, რუსეთი ასევე უტევს სინკოვკას კუპიანსკის შემდგომი ბლოკირების მიზნით.
"კუპიანსკის მიმართულებით ვითარება კვლავ რთულია. მტერი აგრძელებს აქტიური შეტევითი ოპერაციების ჩატარებას კუპიანსკის ტყეში, ცდილობს გაარღვიოს ჩვენი ჯარების თავდაცვა და წინ წავიდეს ქალაქის მიმართულებით", - განაცხადა ოლექსანდრ სირსკიმ.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების მეთაურები და შტაბები აკონტროლებენ სიტუაციას.
"ჩვენი მეომრები იგერიებენ მტრის თავდასხმებს და ანადგურებენ მის გეგმებს. გამწვავებები ამ მიმართულებით მუდმივად ხდება, მაგრამ ჩვენი თავდაცვის ძალები ახერხებენ მტრის შემტევი პოტენციალის განადგურებასა და მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებას", - დასძინა მან.