საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, ელისაბედ ბორნმა თანამდებობა დატოვა. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული მედია ავრცელებს.
"თქვენი შრომა ჩვენი ერის სამსახურში სამაგალითო იყო ყოველდღიურად. თქვენ განახორციელეთ ჩვენი პროექტი სიმამაცით, ერთგულებითა და მონდომებით. მთელი გულით მადლობას გიხდით", - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა.